ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

აფხაზეთში გადაუღებელი წვიმების შედეგად საცხოვრებელი სახლები დაიტბორა

აფხაზეთში გადაუღებელი წვიმების შედეგად, საცხოვრებელი სახლები დატბორა და მოსახლეობას პირუტყვი დაეხოცა.  დე ფაქტო  აფხაზეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამინისტროს  ხელმძღვანელის ლევ კვიწინიას განცხადებით, ამ ეტაპზე საცხოვრებელი სახლების სარდაფებიდან წყლის ამოტუმბვის სამუშაოები მიმდინარეობს და მოსახლეობის ზარალს ითვლიან.

მისი ინფორმაციით, სტიქიის შედეგად სოხუმში 19 სახლი ნაწილობრივ დაიტბორა და მოსახლეობის სახლებიდან ევაკუააცია მოხდა.

არამდგრადი ამინდი საქართველოს მასშტაბით კიდევ რამდენიმე დღე შენარჩუნდება. სინოპტიკოსები ქვეყანაში წვიმიან ამინდს 4 დღის განმავლობაში ელოდებიან.

იტვირთბა....