ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ენმ: ციხისძირში ბიძინა ივანიშვილის ხეებს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლები იცავენ

“ნაციონალური მოძრაობის” წევრის რეზო ხარაზმის განცხადებით, ციხისძირში ბიძინა ივანიშვილის ხეებს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლები იცავენ. მან ამის დამადასტურებელი ფოტოები ჟურნალისტებს წარუდგინა.

„ციხისძირში ბიძინა ივანიშვილის ხეებს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური იცავს. ფოტომასალა თავად მოვიპოვე. ჩვენ ვსვამთ კითხვას: ვინ არის ეს პიროვნება და რატომ აცვია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ფორმა?

რატომ იცავს ივანიშვილის ხეებს? ამ კითხვებით მივმართავთ, როგორც სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელს, ასევე იმ მაღალი თანამდებობის პირებს, რომლებსაც სახელმწიფო ობიექტების დაცვა ევალებათ“,- აცხადებს რეზო ხარაზი.

იტვირთბა....