მიხეილ მგალობლიშვილმა სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლების შემდეგ კომენტარი გააკეთა და მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა.
„სირცხვილია… ვინც სცადა თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის ამ ამბის გამოყენება, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი ყველას, მოქალაქეობრივი და მორალური ვალდებულება, რომ ვებრძოლოთ უსამართლობას“, – განაცხადა მიხეილ მგალობლიშვილმა.
შეგახსნებთ, მიხელ მგალობლიშვილი და გიორგი ქებურია ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის ბრადლებით, 5 ივნისს დააკავეს. დღეს კი ისინი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.