ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“რუსული პროპაგანდა ცდილობს თავისი ადგილის დამკვიდრებას არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ბევრ სხვა ქვეყანაში”

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ  ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას მედიის განვითარების ფონდის მიერ ჩატარებულ კვლევაზე უპასუხა, რომლის თანახმადაც, საზოგადოებასა და მედიაში კრემლის გავლენა იზრდება.

“მედიის განვითარების ფონდს“ სამწუხაროდ, ბევრი შეცდომები მოდის ამ ბოლო დროს, როგორც განცხადებებში, ისე პუბლიკაციებში იგრძნობა გარკვეული ტენდენციურობა. მე მინდა ვთქვა, რომ რა თქმა უნდა, რუსული პროპაგანდა ცდილობს თავისი ადგილის დამკვიდრებას არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ბევრ სხვა ქვეყანაში, ჩვენს მეგობარ ქვეყნებში მას სერიოზული გავლენა აქვს, მაგრამ საქართველოს მთავრობა ამ ეტაპზე წარმატებით უმკლავდება ამ გამოწვევებს რუსული, ანტიდასავლური პროპაგანდის, რაც მკაფიოდ აისახა აპრილის გამოკვლევებში, რომლის მიხედვითაც ევროკავშირში გაწევრიანებას მოსახლეობის 90% უჭერს მხარს, ხოლო ნატო-ში გაწევრიანებას 83%”, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

მისი თქმით, კვლევები ადასტურებს, რომ ქართული საზოგადოება და მთავრობა მზად არის გაუმკლავდეს გამოწვევებს, რომელიც პროპაგანდის თუ დეზინფორმაციის სახით არსებობს.

იტვირთბა....