პოლიტოლოგი გიგი თევზაძე აშშ ბიუჯეტში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის დაფინანსების გათვალისწინების არსზე საუბრობს.
– რას უნდა ნიშნავდეს აშშ ბიუჯეტში ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი ჩანაწერი, რომელიც ხელისუფლებამ ისევე პოსტფაქტუმ გაიგო,როგორც მოსახლეობამ?
– ზუსტად იგივეს, რაც ხდებოდა 80-ის ბოლო 90 წლები დასაწყისში ბალტიის ქვეყნების მიმართ. ზუსტად ასევე გამოდიოდენ კონგრესმენები და მხარს უჭერდნენ ბალტიის ქვეყნებს. მაშინ გლობალური პოლიტიკის ამოცანა იყო ბალტიის ზღვაში შეზღუდულიყო ან სულაც გამქრალიყო რუსების არსებობა. გააკეთეს კიდევაც ეს შესანიშნავად .
ახლა შავი ზღვის ჯერია და ამიტომ ეს ყველა ვარანტში მოხდება. ასევე გამოვლენ თვეში ერთხელ ამერიკელი კონგრესმენები და გამოაცხადებენ რო საქართვველო თავისუფლების ღირსია და მას ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ.
ისე რომ :
დაბრუნდება აფხაზეთიც და ცხინვალის რეგიონიც,
საქართველო ევროკავშირის წევრიც გახდება და
ნატოს ჯარებიც იდგება საქართველოში, მაგრამ ამაში ქართველი პოლიტიკოსების არანაირი დამსახურება არ იქნება. ქართველი პოლიტიკოსების დამსახურება მხოლოდ ისაა, რაც დღეს ხდება ქვეყნის შიგნით! – წერს გიგი თევზაძე სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ შეერთებული შტატების 2017 წლის სამხედრო ბიუჯეტში გაჩნდა ჩანაწერი, რომ „საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების მნიშვნელოვანი მეგობარია და ეს არაერთხელ დაუმტკიცებია. ის ორმხრივი თანამშრომლობის და ორი ქვეყნის ინტერესების ერთგული რჩება“.
„შეერთებული შტატები ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებულ საზღვრებში და არ ცნობს ოკუპირებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობას, რომელიც მოსკოვმა აღიარა“ , – წერია დოკუმენტში, რომელიც წარმომადგენელთა პალატამ 375 ხმით დაამტკიცა.
ამ ინფორმაციის მიხედვით, ვაშინგტონი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოს შეიარაღებული ძალების მონაწილეობას ავღანეთში მიმდინარე სამხედრო ოპერაციაში. აშშ საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავებას მომავალშიც გააგრძელებს.
ამასობაში კი საქართველოს მთავრობა, მინიტრი ლევან იზორია ქართველი ხალხისა და თვით ლა ჰიუს ზურგსუკან ავღანეთში ჩვენს კონტინგენტს ამცირებს.
წყარო: odishinews.ge