წალენჯიხა-ზუგდიდის ცენტრალური მაგისტრალი რამდენიმე საათის განმავლობაში ადგილობრივი მცხოვრებლების მიერ გადაკეტილი იყო. სოფელ ნაკიფუსა საჩინოს მსოახლეობამ პროტესტის ნიშნად მაგისტრალზე მოძრაობა შეაფერხა. მოსხალეობა ხელისუფლებისგან გზის შეკეთებას ითხოვს და მთავრობას უყურადღებობაში ადანაშაულებენ.
ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია, ისინი ჩაკეტილი გზის გახსნას ცდილობდნენ. სამართალდამცველებს და აქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც პოლიცია ერთი პირის დაკავებას ცდილობდა, ამის საშუალება მათ აქციის მონაწილეებმა არ მისცეს. პროტესტის ნიშნად დღეს ორი სოფლის საბავშვო ბაღი და სკოლა ამავე მიზეზით გაიფიცა.