ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ანატოლი ბიბილოვი ოკუპირებული ახალგორის რეგიონში ქართულ ენაზე სწავლის აკრძალვას ითხოვს

ე.წ. ცხინვალის პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი აცხადებს, რომ ოკუპირებული ახალგორის რეგიონში ქართულ სკოლებში ქართულ ენაზე სწავლა უნდა აიკრძალოს.

მისი განმარტებით, ახალგორის სკოლები მოექცეს ე.წ. რესპუბლიკის საერთო განათლების სისტემაში,  რაც სწავლების რუსულ მოდელზე და რუსულ ენაზე გადასვლას გულისხმობს. ბიბილოვი ამბობს, რომ სკოლის დამთავრების შემდეგ, ცხინვალელი ახალგაზრდები სწავლას და მუშაობას რუსეთში აგრძელებენ, ამიტომ მათ ენის ბარიერი არ უნდა შეექმნათ. დე ფაქტო პრეზიდენტი ამბობს, რომ ეს პროცესი მტკივნეული არ უნდა იყოს და მას აჟიოტაჟი არ უნდა მოჰყვეს. ახალგორის მაცხოვრებლებს მოუწოდებს, რომ ამ ფაქტს გაგებით მოეკიდონ.

„ჩვენ არ ვართ წინააღმდეგნი იმისა, რომ სკოლებში ქართული ენა ისწავლებოდეს, მაგრამ ჩვენი შვილები საშუალო სკოლების დამთავრების შემდეგ სწავლას სამხრეთ ოსეთის ან რუსეთის ფედერაციის უმაღლეს სასწავლებლებში აგრძელებენ სწავლას და სამუშაოდ ისევ აქ ბრუნდებიან. ამიტომ ვალდებულები ვართ, შესაბამისი პირობები შექმნის მიზნით, ენობრივი ბარიერი მოვუხსნათ. ეს არ უნდა იყოს მტკივნეული პროცესი და ამას არ უნდა მოყვეს აჟიოტაჟი, თითქოს რაღაც იკრძალება. ჩვენ არაფერს ვკრძალავთ”, – განაცხადა დე ფაქტო ლიდერმა ანატოლი ბიბილოვმა.

იტვირთბა....