ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

მამა პოლიციელების გვარებს ასახელებს: მშობელი ფიქრობს, რომ მის შვილს ნარკოტიკი ჩაუდეს

საქალაქო სასამართლოში პრეზიდენტის სიძის მინდია გოგოჭურის მეგობრის, მიხეილ თათარიშვილის სასამართლო პროცესია. თათარაშვილს ბრალად რამდენიმე აბი სუბოტექსის შეძენა-შენახვა ედება.

აღსანიშნავია, რომ სასამართლო პროცესს ესწრება დაკავებულის მამა. ის იმ პირების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს, ვინც მისი თქმით, მის შვილს ნარკოტიკული საშუალება ჩაუდო.

“გივი მაისურაძე, პავლე მაჭარაშვილი და დავით ლობჟანიძე. ეს ის გამომძიებლები არიან, რომლებიც უკვე დაიკითხნენ. ისინი უშუალოდ მონაწილეობდნენ თათარიშვილის დაკავებაში. აბსურდულ ტყუილს ამბობენ. ჩემი შვილი წაიყვანეს და შემდეგ აღმოაჩინეს 18 აბი სუბოტექსი. რაღაც წრე ამ ყველაფერს აწყობს,” – განაცხადა ლადო თათრიშვილმა ტელეკომპანია “იმედთან”.

შეგახსენებთ, პრეზიდენტის შვილის, ანა მარგველაშვილის და სიძის, მინდია გოგოჭურის მეგობარი მიხეილ თათარიშვილი რამდენიმე თვის წინ დააკავეს. მას 18 აბი “სუბუტექსის” შეძენა-შენახვა ედება ბრალად.

 

იტვირთბა....