ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა საზოგადოება

ევროკავშირში უვიზო მიმოსვლით, ქართველების მსგავსად, უკვე უკრაინის მოქალაქეებიც ისარგებლებენ

უკრაინის მოქალაქეები, ქართველების მსგავსად, შენგენის ზონაში უვიზოდ გადაადგილებას შეძლებენ. მათ ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციას ხელი 17 მაისს მოაწერეს.

დღეს პირველ მგზავრებს, რომლებიც უკრაინიდან ევროპაში უვიზოდ გაემგზავრნენ, აეროპორტებში საზეიმო გაცილება მოუწყვეს. ტერმინალების შესასვლელებში ხალხს ევროკავშირის დროშებით და ფოლკლორული წარმოდგენებით შეეგებნენ.

აეროპორტებში გამგზავრების მსურველთა გრძელი რიგები დგას. ამ დღეს უკრაინელები რამდენიმე წელი ელოდებოდნენ. ვიზალიბერალიზაციაზე მოლაპარაკებები ქვეყანამ ევროკავშირთან საქართველოს პარალელურად დაიწყო, თუმცა რეფორმების გასატარებლად დამატებით რამდენიმე თვე დასჭირდათ. დღეიდან კი უკრაინის მოქალაქეები ტურისტული, სამეწარმეო და ხანმოკლე სასწავლო პროგრამებით გამგზავრებას შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზოდ შეძლებენ და 90 დღით დარჩენის უფლებით ისარგებლებენ.

იტვირთბა....