ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“კლიპში მონაწილეობით შეცდომა დავუშვი”: Birja Mafia-ს კლიპში პოლიციის როლის შემსრულებლის ვიდეო მიმართვა

ჯგუფ Birja Mafia-ს მუსიკალურ ვიდეოში პოლიციის როლის შემსრულებელი გიორგი გაგუა აცხადებს, რომ ამ ნაბიჯით ყველაზე დიდი შეცდომა დაუშვა.

გაგუა ვიდეო მიმართვას ავრცელებს და ამბობს, რომ არ უნდოდა ვიდეოს ნაწილი ყოფილიყო და რეპერებს მისი youtube-დან აღება სთხოვა. გაგუას ამბობს, რომ დაუფიქრებელი, გაუთვალისწინებელი ნაბიჯი გადადგა და წუხს ამის გამო. მისივე თქმით, კლიპის შინაარსის შესახებ მხოლოდ მისი გამოქვეყნების შემდეგ გაიგო.

“უბრალოდ არ მინდოდა, რომ ამ ყველაფრის ნაწილი ვყოფილიყავი და ამიტომ მივედი, ვთხოვე, რომ ეს კლიპი აეღოთ და ამოეჭრათ იქიდან ჩემი მომენტები, რაზეც უარი მივიღე. საბოლოო ჯამში ამ კადრებს უბრალოდ ბლარი დაადეს თავისივე სურვილით.”-აცხადებს ვიდეომიმართვაში გაგუა.

 

 

 

იტვირთბა....