ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“სოსო ოსორაული სავარაუდოდ გარდაცვლილია, მისი კვალი 13 მაისიდან დაიკარგა”: ზვიად გოდაძე

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ზვიად გოდაძის განცხადებით, კონგოში დატყვევებული ქართველი სამხედრო მფრინავი, სოსო ოსორაული სავარაუდოდ გარდაცვლილია. ამის შესახებ განცხადება გოდაძემ, ოსორაულის ოჯახის წევრებთან გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

მინისტრის მოადგილის თქმით, ჯერჯერობით გარდაცვალების ოფიციალური დასტური არ არსებობს, თუმცა ზვიად გოდაძის თქმით, ქართულ მხარეს გაერო საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ეუბნება, რომ სოსო ოსორაული სავარაუდოდ გარდაცვლილია. მისივე თქმით, სოსო ოსორაულის კვალი 13 მაისიდან იკარგება.

“დასტური არ გვაქვს, მაგრამ როგორც გაერო საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით გვეუბნება, სოსო ოსორაული სავარაუდოდ გარდაცვლილია. რაც საქმეში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჩაერთო, გამოსასყიდზე არ ყოფილა საუბარი. ოჯახის წევრებს შეხვედრაზე ჩვენს ხელთ არსებული ყველა ფოტო-ვიდეო მასალა ვაჩვენეთ”, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

შეგახსენებთ, რომ სოსო ოსორაულის ოჯახის წევრებს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები დღეს უწყებასთან გამართული აქციის შემდეგ შეხვდნენ.

საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არასამთავრობო ორგანიზაცია “პატრიოტთა ლეგიონი” კონგოში დატყვევებული ქართველი სამხედრო მფრინავის სოსო ოსორაულის ოჯახის წევრები და მეგობრები შეიკრიბნენ.

აქციის მონაწილეებმა საქართველოს ხელისუფლებისგან აქტიური ნაბიჯების გადადგმა და ოსორაულის გათავისუფლების საქმეში საგარეო უწყების ჩართვა მოითხოვეს.

იტვირთბა....