ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

“ისე, კალაძემ ”ჩაუდო” ნარკოტიკი ფეხბურთის ფედერაციის წევრს, კენჭისყრაზე რომ არ მისულიყო”

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე, მუსიკალური ჯგუფის, “ბირჟა მაფიის” წევრების დაკავებას ეხმაურება. შეფასებას გოცირიძე “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე ავრცელებს. უმცირესობის დეპუტატი მიიჩნევს, რომ მთავარი პრობლემა არა ცუდ ნარკოპოლიტიკაში, არაედ სასამართლო სისტემის დეგრადაციასა და ხელისუფლების “თავგასულობაშია”.

რომან გოცირიძე კახა კალაძის ვიდეო მიმართვასაც ეხმაურება და ამბობს, რომ “ფეხბურთის ფედერაციის წევრს ნარკოტიკი თავად კალაძემ ჩაუდო”, ამიტომ დეპუტატი მოუწოდებს საზოგადოებას “ნუ გამოხატავს ვიდეო მიმართვისას ხბოს აღტკინებას”.

“ილუზიებში ნუ გადავვარდებით. არაა პრობლემის სათავე მართლაც რომ ცუდ ნარკოპოლიტიკაში. პრობლემა სასამართლო სისტემის დეგრადაციაშია, პრობლემა ხელისუფლების თავგასულობაშია, პრობლემა შევარდნაძის დროინდელი მენტალიტეტის რესტავრაციაშია.
დღეს უდებენ ნარკოტიკს? ხვალ ჩაუდებენ ციანიდს, პისტოლეტს, ვაზნებს, ყალბ ფულს. არაფერსაც ჩაუდებენ, ათასი ხერხია დაკავების.
ისე, კალაძემ ”ჩაუდო” ნარკოტიკი ფეხბურთის ფედერაციის წევრს, კენჭისყრაზე რომ არ მისულიყო. ნურც მის გუშინდელ განცხადებაზე გამოვხატავთ ხბოს აღტკინებას.
25 წლის შემდეგ პირველად გამოვიდა ახალგაზრდები ქუჩაში. ისეთი ადამიანები, რომლებსაც ვერც მრევლს უწოდებ და ვერც პარტიულ აქტივს. იმედია, ეს არ იქნება გაზაფხულის პირველი გაელვება და ხელისუფლებას გამოუჩნდება ისეთი ოპონენტი, რომლის მთავარი მოთხოვნა იქნება თავისუფლება,”-წერს რომან გოცირიძე.

იტვირთბა....