ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

უამინდობის მსხვერპლი ხაშურის რაიონში: დაკარგული მწყემსის ცხედარი ნაპოვნია

სოფელ ცოცხნარში დაკარგული მწყემსი, რომელიც ადიდებულ მდინარე სურამულაში ჩავარდა, გვიან ღამით იპოვეს. როგორც ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, გიორგი გურასპაშვილმა განაცხადა, 43 წლის ვასილ ღონღაძის ცხედარი სოფელ ქენდერში აღმოაჩინეს. იგი უკვე საკუთარ სახლშია გადასვენებული.

შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა მამაკაცი მდინარეში გვიან ღამით, დაახლოებით 23:00 საათისთვის ჩავარდა. მის სამძებრო სამუშაოებში სამაშველო სამსახურებთან ერთად ადგილობრივი მოსახლეობაც ჩართული იყო.

იტვირთბა....