ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

აქცია რუსთაველზე: „ბირჟა მაფიის“ ჯგუფის სიმღერით დასრულდა

თბილისში, პარლამენტის შენობის წინ 19:00 საათიდან მიმდინარე აქცია ჯგუფ „ბირჟა მაფიის“ სიმღერით დასრულდა.

აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ ისინი დღევანდელ აქციას ასრულებენ, თუმცა კვლავ ითხოვენ ჯგუფ „ბირჟა მაფიის“ დაკავებული წევრების გათავისუფლებას.

ასევე, ისინი ითხოვენ, სწრაფად მოხდეს პრემიერის განცხადებაზე მუშაობის დაწყება და შეიცვალოს ნარკოპოლიტიკა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა „ბირჟა მაფიის“ წევრების დაკავების საქმეზე განცხადება გაავრცელა. გიორგი კვირიკაშვილი პარლამენტს მიმართავს, ნარკოპოლიტიკის კანონმდებლობის ლიბერალიზაციის საკითხზე მუშაობა დაჩქარდეს, რათა საშემოდგომო სესიისთვის მაინც მოესწროს სახეცვლილი, ჰუმანური და ევროპული სტანდარტების შესაბამისი კანონის მიღება.

რუსთაველზე, სადაც „ბირჟა მაფიას“ მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობდა, გარე განათება ჩართული არ იყო. ამის მიუხედავად, შეკრებილები არ დაშლილან. პარლამენტის შენობასთან აქცია რამდენიმე ხანი გაგრძელდა.

აქციის მონაწილეები მობილური ტელეფონის განათებით სარგებლობდნენ. აქციაზე „ბირჟა მაფიას“ წევრების დაპატიმრებას აპროტესტებდნენ და მათ გათავისუფლებას მოითხოვდნენ. გარდა ამისა, დემონსტრანტები ხელისუფლებას ნარკოპოლიტიკის შეცვლა მოსთხოვეს.

იტვირთბა....