ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

აფგან მუხთარლის ცოლი და ადვოკატი დარწმუნებულები არიან, რომ ჟურნალისტის გადაყვანა ბელაქნის საზღვრიდან მოხდა

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის, ცოლი და ადვოკატი ბელაქნის საზღვარი იმყოფებოდნენ. მათ მესაზღვრეებს რამდენიმე კითხვით მიმართეს და აინტერესებდათ, ხორციელდება თუ არა ვიდეოკონტროლი აღნიშნულ ტერიტორიაზე.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ახლობლებს სურდათ, გაერკვიათ, რამდენად არის შესაძლებელი საზღვარზე გადაპარვა. მათი თქმით, დარწმუნდნენ, რომ სწორედ ამ ტერიტორიიდან მოხდა ჟურნალისტის აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გადაყვანა. მათი თქმით, მდინარე, რომელზე აზერბაიჯანელი სამართალდამცავები საუბრობენ, რომ, თითქოს, აფგან მუხთარლიმ გადაცურა, მათი თქმით, აბსურდია.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის უფლებადამცველის განცხადებით, მდინარემდე მისვლა მესაზღვრეების გარეშე წარმოუდგენელია.

ახლობლები ასევე გამოეხმაურნენ აზერბაიჯანელი დეპუტატის განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ ორივე ქვეყნის სამართალდამცავების სპეცოპერაციის შედეგად მოხდა მუხთარლის აყვანა.

ჟურნალისტის ახლობლების განცხადებით, აზერბაიჯანულმა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა პირველმა გაახმაურა მსგავსი ტიპის განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ ჟურნალისტი საქართველო-აზერბაიჯანის სპეცსამსახურების ერთობლივი მოქმედებების შედეგად გაიტაცეს.

ქართული მხარე აზერბაიჯანელი დეპუტატის ამ განცხადებას უარყოფს.

აზერბაიჯანელი აქტივისტი და ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი, 29 მაისს თბილისის ცენტრიდან გაუჩინარდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ის აზერბაიჯანში საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დააკავეს, ოჯახის მტკიცებით, მუხთარლი გაიტაცეს და საზღვარზე იძულებით უკანონოდ გადაიყვანეს, ვინაიდან მას პასპორტი თან არ ჰქონია. მათივე მტკიცებით, აზერბაიჯანელ ჟურნალისტს ასევე 10 ათასი ევრო ჩაუდეს.

დახურული სასამართლო პროცესის შემდეგ 31 მაისს, ბაქოს საბალის რაიონულმა სასამართლომ მუხთარლის 3-თვიანი წინასწარ პატიმრობა შეუფარდა. აფგან მუხთარლის საზღვრის უკანონო გადაკვეთის, კონტრაბანდისა და სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებები აქვს წაყენებული.

იტვირთბა....