ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ლევან მაყაშვილს აშშ-ის სასამართლომ გირაო შეუფარდა

ნიუ-იორკში დაკავებული ქართველი სპორტსმენის ლევან მაყაშვილის მეუღლის ინფორმაციით, მის ქმარს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა.

როგორც თათა შავლაყაძე ამბობს, თანხის შეტანა დაგვიანდა და ამიტომ ვერ მოხერხდა მისი გათავისუფლება. ის გირაოს ოდენობას არ აკონკრეტებს.

„გირაოს შეტანა გვიან მოხდა და რადგან პარასკევი იყო, გამოშვება ვერ მოესწრო, ამიტომ ლევან მაყაშვილს ორშაბათს გაათავისუფლებენ“ – განაცხადა თათა შავლაყაძემ.

ამერიკელმა სამართალდამცველებმა 15-მდე ქართველს ბრალი მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღით ვაჭრობის, ნარკოდანაშაულის, რეკეტიორობის, კორუფციის, თაღლითობის, კონტრაბანდისა და არალეგალური თამაშებისთვის წაუყენეს. თითოეულს რამდენიმე მძიმე ბრალი აქვს, რომელთაგან ზოგი 20, 40 წლიან ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

 

 

იტვირთბა....