პროკურატურა ჯგუფ ”ბირჟა მაფიას” წევრების დაკავებასთან დაკავშირებულ გარემოებებს შეისწავლის. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ”საქართველოს პროკურატურა შეისწავლის ბრალდებულების დაკავებასთან დაკავშირებულ გარემოებებს. მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში მოხდება მათი გამოკითხვა, რის შემდეგაც საქმეზე მიღებული იქნება შესაბამისი სამართლებრივი გადაწყვეტილება.”
,,ბირჟა მაფიის” წევრებს საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. ისინი რამდენიმე დღის წინ პოლიციამ დააკავა. მათ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა ედებათ ბრალად, რაც 8- დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.
არც ერთი დაკავებული ბრალდებას არ აღიარებს და მათ დაკავებას მუსიკალურ კლიპს უკავშირებს, სადაც პოლიციაა გაშარჟებული.