ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

შს მინისტრის ყოფილ მოადგილეს ამირანაშვილს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გატაცების საქმესთან კავშირში სდებენ ბრალს

შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილეს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გატაცების საქმესთან კავშირში სდებენ ბრალს.

ამის შესახებ ბათუმის არეულობის საქმეზე ბრალდებულების ადვოკატები, თენგიზ კახიძე და ზაზა პაპიძე, საუბრობენ. ისინი ამ საქმის მონაწილედ კრიმინალური პოლიციის ყოფილ კურატორს, ბესიკ ამირანაშვილს, ასახელებენ.

ამასთან, მათივე ინფორმაციით, სწორედ ამირანაშვილი იყო ბათუმის მოვლენების ერთ-ერთი ორგანიზატორიც.

ბესიკ ამირანაშვილი შსს-ში პირველი მოადგილის პოზიციას გიორგი მღებრიშვილის ხელმძღვანელობისას იკავებდა. მისი თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ განცხადება გუშინ გაკეთდა.

იტვირთბა....