ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

აშშ-ში დაკავებულ ლევან მაყაშვილს სასამართლო, სავარაუდოდ, ორშაბათს გაათავისუფლებს

სპორტსმენ ლევან მაყაშვილს, სავარაუდოდ, ორშაბათს გაათავისუფლებენ. ადვოკატ ნაზო გაფრინდაშვილის განცხადებით, ფორმალური საკითხების მოგვარების შემდეგ, სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას ორშაბათს მიიღებს.

მოკრივე ავთანდილ ხურციძეს ნიუ-იორკის სასამართლომ 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ამერიკელმა სამართალდამცველებმა 15-მდე ქართველს ბრალი მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღით ვაჭრობის, ნარკოდანაშაულის, რეკეტიორობის, კორუფციის, თაღლითობის, კონტრაბანდისა და არალეგალური თამაშებისთვის წაუყენეს. თითოეულს რამდენიმე მძიმე ბრალი აქვს, რომელთაგან ზოგი 20, 40 წლიან ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

იტვირთბა....