აშშ-ში დაკავებული ქართველი სპორტსმენის ავთანდილ ხურციძის მშობლები დახმარებას საქართველოს ხელისუფლებას სთხოვენ.
მაყვალა ხურციძის თქმით, დაკავებულის ოჯახს, არც სპორტის ფედერაციიდან და არც შეერთებული შტატებიდან, ამ დრომდე არავინ დაკავშირებია. ოჯახს არც ადვოკატის შესახებ აქვს ინფორმაცია.
გუშინ, ამერიკის შეერთებულ შტატებში დაკავებულ სპორტსმენს ავთანდილ ხურციძეს სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
ავთანდილ ხურციძე და კიდევ ერთი ქართველი სპორტსმენი ლევან მაყაშვილი, საქართველოს სხვა მოქალაქეებთან ერთად, ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირის, თაღლითობის მომზადებისა და რეკეტში მონაწილეობის ბრალდებით დააკავეს.