„მეტრონომი“: სასამართლოდან
ჯგუფ “ბირჟა მაფიის” ერთ-ერთი დაკავებული წევრის მიშკა მგალობლიშვილის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში აღმკვეთი ღონისძიების შესახებ სასამართლომ იმსჯელა.
მას და იმავე ჯგუფის წევრ გიორგი ქებურიას, გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას ედავება. რომელიც 8-დან 20 წლამდე აბ უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.
”ექსპერტიზით არ უდგინდება არანაირო ნარკოტიის მოხმარების ფაქტი. არც სისხლში არც შარდში. უცნაურად ემთხვევა ისეტი ფაქტები, ჯგუფის ორივე წევრია დაკავებული და ეს ფაქტები სამწუხაროა” – განაცხადა ბრალდებულის ადვოკატმა კახა ცნობილაძემ.
სხდომას მოსამართლე ბადრი შონია უძღვება, სადაც განიხილება ბრალდების მხარის, სტაჟიორი პროკურორის, ლაშა გამყრელიძის შუამდგომლობა მგალობლიშვილის მიმართ პატიმრობის შეფარდების შესახებ. ბრალდების მხარე ამბობს, რომ არსებობს საფრთხე ბრალდებულის მიმალვის და განმეორებითი დანაშაულის ჩადენის.
დაცვის მხარე ითხოვა 50 000 ლარიან გირაოს პატიმრობის სანაცვლოდ. ბრალდებულმა პროცესზე განაცხადა, რომ ის გადაცემის პროდიუსერია ტელეკომპანია ”მაესტროზე”. მგალობლიშვილმა დეტალურად აღწერა მისი დაკავების პროცესი. ის მის დაკავებაშ თავის პროფესიულ საქმიანობას და კერძოდ მის კლიპს უკავშირებს.
”მე ვარ რეპერი – იანგ მაიკი. ის მღერის თავისი პოზიციიდან ,თავის ცხოვრებაზე, რაღაცები შეიძლება იყოს გადაჭარბებული, შემსუბუქებული. მაგრამ არ არის ის პერსონაჟი რომელსაც უშუალო კონტაქტი აქვს სამართალდამცველებთან, არც ქუჩის ბიჭია. ეს ყველაფერი არის ამერიკული მუსიკალური ჟანრის , რეპის ქართული ინტერპრეტაცია. საქართველოში რეპის თემატიკა არის უცხო. ადრეული ასაკიდან დავინტერედი მიმდინარეობით და ღრმად შევისწავლე , მიუხედავად იმისა რომ რეპერები არ არიან 100 პროცენტით მისაღები ჩემთვის, ჩვეულებრივი ამბავია რომ რეპერები ე.წ. სუწინიორები არიან, რომ ნარკოტიკებს მოიხმარენ, იარაღის ინტერესი აქვს.
ასეთი ინტერესები არასოდეს მქონია. ჩემი მიზანია გამოხატვის ფორმა და შემოქმედებითი მხარე. იქიდან გამომდინარე რომ რეპის თემატიკა ქართველებისთვის ცოტა უცხოა, მე მოვიფიქრე აქტუალურ თემაზე რეპი და მოვიფიქრე ჩემს მეგობრებთან ერთად ჯგუფი ”ბირჟა მაფია”, რომელიც არის ქუჩის ცხოვრებით დაკავებულ ტიპებზე, ისინი არიან პერსონაჟები.
”ბირჟა მაფია”, ”ბარკალა” მღერის ქუჩის ცხოვრებაზე კომედიური კუთხით. სიტუაცია არის გაშარჟებული. ყველაფერი ხდება იქიდან გამომდინარე რომ ბევრი ტაბუირებული თემა აიხსნას. მოვიფიქრეთ რომ გაგვეშარჟებინა პილიციაც რაც უხეშად დაინახეს პოლიციის თანამშრომლებმა, ამაზე მათი მხრიდან მოყვა აგრესია. იქ არ არის კონკრეტულ პირზე, ეს იყო შარჟი და არის განზოგადებული.
დაკავებამდე დამიკავშირდნენ და მთხოვეს, რომ ერთი დღით ეს ინტერნეტს მოაშორეო, სანამ ჩვენ გავარკვევთ რისი უფლება აქვთ სამართალდამცველებსო. ჩემი ინტერესია ბევრმა ადამიანმა ნახოს ეს კლიპი.
ის პოლიციელი, რომელიც სამართალდამცავებისთვის არასასიამოვნო სურათს წარმოადგენდა ის ვქენი, რომ მისი დანახვა იყო შეუძლებელი. დამირეკეს და მითხრეს, რომ ეს საკმარისი იქნებოდა ამ ხალხის გაღიზიანების ჩასაცხრობად.
მეორე დღეს წავედი სამსახურში, ვესაუბრე ჩემს უფროსს, ზურაბ ნაყეურს, მაესტროს დირექტორს. ჩემი მეუღლე ამერიკის მოქალაქე მუშაობს წმ ნიკოლოზის სახელობის სკოლაში. მას მივწერე მესიჯი რომ გამოვედი სამსახურიდან , ვაპირებდი მეგობრის ნახვას ტელეკომპანია ”იმედში”. მივედი იმედში, შევყოვნდი მეგობრებთან. ამის შემდეგ ვაპირებდი სახლში წავსულიყავი. როდესაც გამოვდიოდი ტელეკომპანია ”იმედის” შესასვლელიდან, ჩემი მიმართულებით მოდიოდა ორი ანერვიულებული საშუალო ასაკის მამაკაცი და მკითხეს მგალობლიშვილი შენ ხარო? კი მეთქი ვუპაისუხე და ეგრევე დაიწყეს დაკავება.
მე ვუთხარი რომ არ ვაპირებდი შეწინააღმდეგებას მათთან. მიმაყუდა ერთ-ერთმა კართან და დაიწყო ხელების ფათური. შემდეგ ჩამსვა მანქანაში, ზემოდან დამახტა თავზე. მე ვუთხარი რომ ვიცი, თქვენ გაღიზინაბული ხართ კლიპზე. მან მკითხა რა კლიპზე და უკვე შეურაცხყოფა წამოვიშა ჩემზე.
მე ვიყავი შეშინებული. დარწმუნებული ვიყავი რომ ამის გამო ასეთი რამე ვერ მოხდებოდა. გადამაყენეს გზის მეორე მხარეს. შემდეგ მითხრეს რომ დეტექტივს ველოდებითო. დეტექტივმა თავში ჩამარტყა ხელი, ჩემი ვარაუდით სცადა შეემოწმებინა ჩემი რეაქცია.
მე ვეუბნები რომ ცუდად ვგრძნობ თავს, არ ვიცი როგორ უნდა მოვიქცე. დეტექტივმა თქვა, გაჩხრიკეთო. მოგროვდა ხალხი. დაიწყეს ჩემი ჩხრეკა, ტელეფონი წამართვეს. მანამდე ვუთხარი რომ დავრეკავდი მამაჩემთან ან ბაბუაჩემთან, მაგრამ წამართვეს ტელეფონი.
ამომიღეს საფულე, სადაც მედო 40 ლარი, პირადობა, მაესტროს საშვი, თიბისის ბარათი, მეტრომანი, პსპს ბარათი და იუნიქარდი, ჩიპი. ამომიღეს მეორე ჯიბიდან ხელშეკრულება გადაცემის თაობაზე მაესტროში. ამას ამოაყოლეს რაღაც ქაღალდი დაკუჭული.
ვიფიქრე, რომ ხანდახან ჩეკებს ვინახავ, ამიტომ ვიფიქრე ჩეკი იყო. გახსნეს და ფერადი ტაბლეტები იყო. მერე მივხვდი რაც იყო. თვითონაც არ იცოდნენ რა ნარკოტიკული საშუალება იყო. დეტექტივი ითვლიდა. მე არ ვეწინააღმდეგებოდი. მათი უმეტესი ნაწილი საკმაოდ კარგად მექცეოდა. ვეკითითხებოდი რა იქნება შემდეგში აქედან როგორ უნდა გამოვძვრე მეთქი.
შემდეფ მივედით შშს ტერიტორიაზე, მგონი. სადაც კაპეზეში ვიყავი. დიდი ხანი ხდებოდა ქაღალდების შევსება. მე ამასობაში მოვყევი ის რაც თქვენ მოგიყევით. მათაც ამიხსნეს, რომ შენ რაც დააშავე ამას შეეფარდება მხოლოდ რაღაც დანაშაული, რომლის ჩადენის შემთხვევაში შენ დაგეკისრება 200 ლარიანი ჯარიმაო.
მაგრამ ვიღაცა რომ გააღიზიანე და შენ ჭკუა ისწავლო იმოტომ გექცევით ასეო. შემდეგ ავედით კაბინეტებში, იქ იყო გინება, ვისაც პოლიცია არ უყვარს და ა.შ. შემდეგ მეგონა რომ მცემდნენ მაგრამ რადგან კარგად ვიქცეოდი ესეთი რამე არ მემუქრებოდა. ამის შემდეგ მითხრეს, რომ თქვი რომ ეს შენ იპოვე და ასე გამოძვრებიო. შემდეგ სადაც მაგინეს ისევ იქ გადმოვედით.
იქ არანაირ ნარკოტოკებზე არ იყო საუბარი. თანამშრომელი მოვიდა და მითხრა რომ ეს შენ გააკეთეო? მე ვუთხარი რომ ხო, შემეშალა მეთქი. დაიყწო გინებები.
ეჭვი მქონდა რომ როცა ნარკოტესტს ჩამიტარებდნენ , იქაც შეიძლებოდა ეთქვათ რომ შენ ხარ მომხმარებელიო. თუმცა თუ ვიყავი მომხმარებელი არ ვიცოდი რა სასჯელი მელოდა.
ამობეჭდეს რაღაც, ხელი მომაწერინეს. მერე წავედით ნარკოლოგიურში, შარდის ტესტი გააკეთეს. არ ამომიგდო ნარკოტიკული საშუალების მოხმარება.
მითხრეს, ხელს რომ მოაწერ, წახვალო. გვეგონა წინააღმდეგობას გაგვიწევდი და მაგიტომ მომზადებულები მოვედითო”- აღნიშნა ბრალდებულმა პროცესზე.
მოსამართლე ბადრი შონიამ დააკმაყოფილა ბრლადების მხარის შუამდგონლობა და პატიმრობა შეუფარდა ბრალდებულს რასაც დარბაზში ხმაური მოჰყვა.
ავტორი: ნინი ცხადაია