ახალი ამბები მთავარი სამართალი

გატაცებული მუხთარლი საქართველოს ელჩთან შეხვედრას ითხოვს

ბაქოში წინასწარ პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი აზერბაიჯანში საქართველოს ელჩთან თეიმურაზ შარაშენიძესთან შეხვედრას ითხოვს,-ინფორმაციას ამის შესახებ მუხთარლის ადვოკატი ელჩინ სადიგოვი ავრცელებს.

აზერბაიჯანული გამოცემა „მეიდან ტვ“-ს საქართველოს სალეჩოში განუცხადეს, რომ ელჩი შეხვედრის მოთხოვნის შესახებ ინფორმირებულია, თუმცა შარაშენიძე რამოდენიმე დღის წინ საქართველოში გაემგზავრა და ის ბაქოში ერთ კვირაში დაბრუნდება, შესაბამისად კომენტარს ჟურნალისტის კითხვაზე ბაქოში დაბრუნების შემდეგ გააკეთებს.

აფგან მუხთარლი, რომელიც თბილისში ცხოვრობდა 29 მაისის საღამოს ქალაქის ცენტრიდან ამ დრომდე დაუდგენელმა პირებმა , როგორც მისი ადვოკატები აცხადებენ თავზე ტომარა ჩამოცმული გაიტაცეს და ის აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა საზღვრის უკანონო კვეთისა და კონტრაბანდის გადატანის ბრალდებით დააკავეს. მას სამთვიანი წინასწარი პატიმრობა აქვს მისჯილი.

იტვირთბა....