ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

შსს-მ ჯგუფ „ბირჟა მაფიის“ წევრები ნარკოდანაშაულისათვის დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამართალდამცავებმა ჯგუფ Birja Mafia-ს წევრები ნარკოდანაშაულისათვის დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, მიშკა მგალობლიშვილის პირადი ჩხრეკისას  1,4965 გრამი ნარკოტიკული საშუალება MDMA ამოიღეს, ხოლო კიდევ ერთი პირის პირადი ჩხრეკისას იგივე ნივთიერება, რომლის ოდენობაც 2,3342 გრამია.

შსს აცხადებს, რომ დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით). ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედება ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით.

ერთ-ერთი ბრალდებულის ცოლი, ერიკა კოპელენდი საპირისპირო ვერსიას ჰყვება და ამბობს, რომ მისი ქმარი, მიშკა მგალობლიშვილი ოთხშაბათს, 7 ივნისს გაუჩინარდა, მოგვიანებით, იმ დღესვე პოლიციამ მათი სახლი გაჩხრიკა. მისი ვარაუდით, დაჭერის მიზეზი გახდა ჯგუფის ახალი კლიპი Birja Mafia – Tsl Shavi Zeda, სადაც ერთ-ერთ კადრში პოლიციელს ძაღლის საყელური უკეთია. ვიდეოში პოლიციელის კადრი უკვე ამოღებულია.

იტვირთბა....