დავით ნარმანია ჭორს უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად მისი კანდიდატურა გერმანიაში საქართველოს ელჩის პოსტზე განიხილება.როგორც თბილისის მერმა ჟურნალისტებს განუცხადა, ყველა გავრცელებული ინფრომაცია არის ჭორი, მათ შორის ინფორმაცია, რომელიც აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობას უკვაშირდება.
„ყველა გავრცელებული ინფორმაცია, იმასთან დაკავშირებით, თუ სად შეიძლება მოვიაზრებოდე მომავალში, არის ჭორი“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.