მოსკოველები 5-სართულიანი საცხოვრებლების დემონტაჟს აპროტესტებენ. საპროტესტო აქცია გაიმართა სახელმწიფო დუმასთან. აქციის მონაწილეები მოსკოვის ჰიმნს მრეროდნენ, როცა შემთხვევის ადგილზე ომონი მივიდა და რამდენიმე ადამიანი დააპატიმრა.
მოგვიანებით დაკავებულთაგან ერთ-ერთი გაათავისუფლეს, რომელიც აცხადებს, მისი გამოშვება იმიტომ მოხდა, რომ ხელისუფლებას ხალხმრავლობების და გამოსვლების ეშინია.
დღეს რენოვაციის კანონზე მეორე მოსმენაა, რასაც საზოგადოება აპროტესტებს.