“ნაციონალური მოძრაობის” წევრი კობა ნაყოფია ამბობს, რომ “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე მისი დანიშვნა არ განიხილება. მისი თქმით, მას მსგავსი სახის შეთავაზება, არხის მფლობელებისგან არ მიუღია. თუმცა, შეთავაზების შემთხვევაშიც ის აღნიშნულ პოზიციაზე წასვლას არ აპირებს.
”ეს არის სისულელე – საიდან? რატომ? როგორ? იგონებენ ასეთ აბსურდს წარმოდგენა არ მაქვს. მე ვარ პარლამენტში, რა მინდა იქ. ეს არ არის ჩემი სფერო. ჯდომა და კომპანიის მართვა ჩემს ინტერესში არ შედის”, – განაცხადა ნაყოფიამ.
შეგახსენებთ, წუხელ გავრცელდა ინფორმაცია, რომ „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ თანამდებობა დატოვა. გავრცელებული ინფორმაციით, მის შემცვლელად სწორედ ნაყოფია სახელდება. თუმცა თავად არც გავარმაის და არც არხის მფლობელებს ტელეკომპანიის დირექტორის გადადგომა არ დაუდასტურებიათ.