ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ნიკა გვარამიამ პოსტი დატოვა

“პრაიმტაიმის”  ინფორმაციით, “რუსთავი 2”-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ პოსტი დატოვა.

ამის მიზეზი, სავარაუდოდ, არხზე შექმნილი ფინანსური კრიზის გახდა.

“პრაიმტაიმის” ინფორმაციით, მენეჯმენტმა ოპერატორებს ხელფასები არ გადაუხადა, რის გამოც ოპერატორები გაიფიცნენ.

გამოცემის ინფორმაციით, მისი თანამდებობიდან წასვა ლევან ყარამანაშვილის  თბილისში ყოფნას დაემთხვა. ამ წუთებში, რუსთავი 2-ში თათბირი იმართება. გავრცელებული ინფორმაციით, გვარამიამ გადადგომის შესახებ ტელეკომპანიის თანამშრომლებს სწორედ თათბირზე განუცხადა.

“მეტრონომი” ნიკა გვარამიასთან დაკავშირებას ცდილობს, თუმცა ის ჩვენს ზარებს არ პასუხობს.

იტვირთბა....