ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს ლევან გამყრელიძე უხელმძღვანელებს

ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საგამოძიებო სამსახურის ახალ უფროსად ლევან გამყრელიძე წარადგინა.

გამყრელიძე ამ დრომდე შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა.

როგორც ცნობილია, საგამოძიებო სამსახურის უფროსმა გიორგი ბადაშვილმა თანამდებობა რამდენიმე დღის წინ დატოვა. ის გუშინ მთავარი პროკურორის მოადგილედ დანიშნეს.

იტვირთბა....