ბრალდებული დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები საპატრიარქოს იურისტის ედიშერ ქარჩავას წინაამღდეგ სარჩელს შეიტანენ. ამის შესახებ დეკანოზის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განაცხადა.
“ედიშერ ქარჩავამ მამა გიორგის ცილი დასწამა და ღირსება შეულახა”, – ამბობს მიხეილ რამიშვილი.
საპატრიარქოს იურისტმა თქვა, რომ გააჩნია მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს, რომ დეკანოზმა 50 მილიონი ევროს გათეთრების და გრანტების მოპოვებისთვის ესპანეთში კომპანია დაარეგისტრირა.
დღეს ბრალდებულ დეკანოზს ადვოკატები მოინახულებენ.
ე.წ. ციანიდის საქმეზე სასამართლო პროცესები დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს. ხვალ, 9 ივნისს, 13 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა იწება. როგორც ომბუდსმენმა უჩა ნანუაშვილმა განაცხადა, ის აპირებს ხვალინდელ სხდომას დაესწროს, რადგან კანონით მინიჭებული უფლებით სახალხო დამცველს უფლება აქვს დახურულ სასამართლო პროცესს დაესწეროს.
დეკანოზი გიორგი (მამალაძე) მკვლელობის მომზადების ბრალდებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 10 თებერვალს დააკავეს.