ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

FBI-ს ყოფილი ხელმძღვანელის თქმით, ტრამპი მას გამოძიების შეწყვეტას სთხოვდა

შეერთებული შტატების ფედერალური საგამოძიებო ბიუროს (FBI) ყოფილი ხელმძღვანელი ჯეიმს კომი აცხადებს, რომ აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მას რუსეთის მიერ აშშ-ის არჩევნებში ჩარევასთან დაკავშირებული გამოძიების შეწყვეტას სთხოვდა. აღნიშნულის შესახებ CNN წერს.

ჯეიმს კომიმ ჩვენება სენატის დაზვერვის კომიტეტს წერილობით გაუგზავნა. ის დოკუმენტში წერს, რომ პრეზიდენტი ტრამპი მისგან ერთგულებას და რუსეთის საკითხებზე გამოძიების შეწყვეტას სთხოვდა.

FBI-ის ყოფილი ხელმძღვანელი დღეს ამავე თემაზე სენატორთა შეკითხვებს უპასუხებს,

დემოკრატი კონგრესმენები კი დარწმუნებული არიან, რომ პრეზიდენტმა კანონი დაარღვია და იმპიჩმენტს იმსახურებს.

იტვირთბა....