ჩოხატაურის რაიონის სოფელ ჯვარცხმაში ახალგაზრდა ქალმა თავი ჩამოიხრჩო. როგორც ადგილობრივი მცხოვრებლები ჰყვებიან, 39 წლის შ.ც. ეზოში ხეზე ჩამომხვრჩვალი მისმა შვილებმა იპოვეს. ბავშვებმა საშველად მეზობლელბს დაუძახეს, თუმცა ის უკვე გარდაცვლილი იყო. ქალს ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა. მეზობლებისთვის უცნობია რა გახდა შ.ც-ს სუიციდის მიზეზი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მომხდარზე უკვე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ჩოხატაურში წელს თვითმკვლელობის ფაქტის ეს უკვე მესამე შემთხვევაა.