ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“მიღებულია ერთსულოვანი გადაწყვეტილება, რომ ქართული მიწები დარჩეს საქართველოს სახელმწიფოს”

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადებით, მიწების გასხვისება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებზე მოხდება. ამის შესახებ მან დღეს გამართულ, ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, მიწების გასხვისებასთან დაკავშირებით, ერთობლივი გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრს, უმრავლესობასა და სამთავრობო გუნდს შორის გამართული კონსულტაციების შედეგად იქნა მიღებული.
”მიღებულია ერთსულოვანი გადაწყვეტილება, რომ გაჩნდეს მკაფიო ჩანაწერი და ქართული მიწები დარჩეს საქართველოს სახელმწიფოს. ეს არის სტრატეგიული ინტერესი, რომ ქართული მიწა დარჩეს საქართველოს სახელმწიფოს”, – განაცხადა კობახიძემ.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული ჩანაწერი კონსტიტუციაში გაჩნდება.

იტვირთბა....