ახალი ამბები მედია მთავარი

ლაფერაშვილის ადგილს ნოდარ მელაძე დაიკავებს: საკადრო ცვლილებები “რუსთავი 2”-ზე

ჟურნალისტი ნოდარ მელაძე “რუსთავი 2”-ის სიანფორმაციო სამსახურის უფროსი იქნება. მან ეს ინფორმაცია მედიას დაუდასტურა. მელაძის თქმით, ის ასევე რჩება “რუსთავი 2″-ის საიტის ხელმძღვანელადად.

რაც შეეხება გიორგი ლაფერაშვილს, რომელიც ნოდარ მელაძემ შეცვალა, ის ,,პრაიმტაიმის” ინფორმაციით, ტოქ-შოუების გენერალურ პროდიუსერად დაინიშნა, რომელშიც ერთიანდება ბევრ გადაცემა. მათ შორის: შუა დღე, ეკა ქვესიტაძის განსხვავებული აქცენტები, და ტოკ-შოუ ,,არჩევანი”.

გამოცემის ცნობით, არხზე სხვა ცვლილებებიც მიმდინარეობს. კერძოდ, “დილა მშვიდობისა საქართველოს” ერთ-ერთი პროდიუსერი ქეთი ქებაძე კურიერის 12-იანის, 3-იანისა და 6-იანის მთავარი პროდიუსერი იქნება. მის ძველ პოსტს კი სავარაუდოდ სალომე ბოკუჩავა ან ანი წერეთელი დაიკავებს.

,,კურიერის” დღის ეთერს ახალი წამყვანი ეყოლება. ის ჟურნალისტი თამარ ბაღაშვილია.

რაც შეეხება ზაალ უდუმაშვილს ის მაყურებელს პარასკევს დაემშვიდობება და საარჩევნო მარათონში ჩაერთვება.

წყარო: primetime.ge

იტვირთბა....