ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება სამართალი

ლონდონში ამერიკის საელჩოსთან აფეთქება მოხდა

ლონდონში დღეს დილას ამერიკის საელჩოსთან აფეთქება მოხდა. როგორც “სკონტლანდ იარდი” განმარტავს, მათ ადგილზე ასაფეთქებელი ნივთიერება იპოვეს და კონტროლირებადი აფეთქება მოახდინეს. აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა.

შემთხვევის ადგილზე რამდენიმე საათის განმავლობაში სპეციალისტები მუშაობდნენ. დიდ ბრიტანეტთში დღეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია და ქვეყანაში უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად გამკაცრებულია.

შეგახსენებთ, წუხელ კიევში ასევე ამერიკის საელჩოსთან უცნობმა პირმა ასაფეთქებელი ნივთიერება ისროლა. უკრანის პოლიციის ინფორმაციით, აფეთქების შედეგად არავინ დაზარალებულა.

იტვირთბა....