მიანმარის შეიარაღებული ძალების თვითმფრინავის ფრაგმენტები ზღვაში იპოვეს. აღნიშნულის შესახებ სააგენტო „ფრანს პრესი“ ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
შეგახსენებთ, მიანმარში რადარებიდან სამხედრო თვითმფრინავი ცოტა ხნის წინ გაქრა, რომლის ბორტზეც 116 ადამიანი იმყოფებოდა.
თვითმფრინავი მიანმარის სამხრეთ ნაწილიდან იანგონში მიფრინავდა. სამაშველო ოპერაცია დაწყებულია.