იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, მთავარი პროკურორის გადასაწყვეტია, რა პროფილით იმუშავებს დღეს ფარცხალაძის მოადგილედ დანიშნული გიორგი ბადაშვილი უწყებაში.
რაც შეეხება ოპოზიციის ბრალდებებს, რომ უწყებაში გიორგი ბადაშვილის დანიშვნით ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის კლანური მმართველობა ძლიერდება, ამას წულუკიანი უარყოფს და ამბობს, რომ ოთარ ფარცხალაძე რაც თანამდებობიდან გადადგა, ის თვალითაც აღარ უნახავს.
„მას შემდეგ, რაც გადადგა ბატონი ფარცხალაძე, ის უბრალოდ, თვალითაც არ მინახავს და სასაცილო მგონია, რომ ის შესაძლებლობებს ფლობდეს, იუსტიციის სამინისტროს სისტემაში რაიმე პროცესზე გავლენა იქონიოს“, – განაცხადა წულუკიანმა.
დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი მთავარ პროკურატურაში, ირაკლი შოთაძის მოადგილედ გადაიყვანეს.