ლომისობის დღესასწაულზე, მლეთიდან სალოცავამდე მისასვლელ გზაზე, რთული რელიეფის გამო, 20-მდე ადამიანი დაშავდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, მათ სხვადასხვა დაზიანება აქვთ მიღებული. დაშავებულთაგან, ორის მდგომარეობა შედარებით მძიმეა.
ადგილზე დილიდან საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს 65 მაშველი მუშაობს.
დღეს წმინდა გიორგის სახელობის სატაძრო დღესასწაული ლომისობა აღინიშნება.