https://www.youtube.com/watch?v=l5IEKRuslVs
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებები განიხილებოდა, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ უშიშროების საბჭოს მდივანი გააკრიტიკა.
უშიშროების საბჭოს მდივანმა დავით რაქვიაშვილმა კონსტიტუციაში თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით დაგეგმილი ცვლილებები გააკრიტიკა, რაზეც პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის კრიტიკა მოჰყვა.
დავით რაქვიაშვილს მიაჩნია, რომ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების შემოთავაზებული სახით განხორციელება დაუშვებელია, რადგან ამ ცვლილებებით ეროვნული უსაფრთხოების სისტემა ირღვევა.
“ეროვნული უშიშროების საბჭოს გაუქმება დრმატული არ არის! დღეს უშიშროების საბჭო ვერ უზრუნველყოფს ვერც ჰიბრიდული გამოწვევებისა და ვერც ანექსიის პრევენციას”, – განაცხადა კომიტეტის სხდომაზე პარლამენტისთავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.
მოგვიანებით კობახიძემ რაქვიაშვილს შენიშვნა მისცა:
“უშიშროების საბჭოს არ აქვს საქმე, გამომდინარე იმ პრობლემებიდან, რომელიც არსებობს. უსაქმურები კი არ არიან, სისტემურ პრობლემას ვგულისხმობ. თქვენ უნდა იცოდეთ, როგორ უნდა ესაუბროთ სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირს”, – მიმართა ირაკლი კობახიძემ დავით რაქვიაშვილს.