მიანმარში რადარებიდან სამხედრო თვითმფრინავი გაქრა, რომლის ბორტზეც 116 ადამიანი იმყოფებოდა. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ სააგენტო „ფრანს პრესი“ ავრცელებს.
თვითმფრინავის რადარებიდან გაქრობის შესახებ ინფორმაცია აეროპორტის სამსახურმა დაადასტურა.
ამ დროისთვის დამატებითი ინფორმაცია ზუსტდება.