აქტუალური თემა ახალი ამბები მედია მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

ევროსაბჭო აფგან მუხთარლის საქმეზე საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს…

ევროსაბჭომ, ლატვიელ და შვედ თანამომხსენებლებთან ერთად, თბილისიდან გატაცებული აზერბაიჯანელ ჟურნალისტ აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით პოზიცია გამოხატეს. ისინი შეშფოთებას გამოთქვამენ ჟურნალისტის საქმის ირგვლივ და მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას სასწრაფოდ იქნას გამოძიებული აღნიშნული საქმე.

“შეშფოთებას გამოვთქვამთ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის სავარაუდო გატაცებასთან დაკავშირებით. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას სრულად გამოიძიონ აღნიშნული საქმე და სათანადოდ შეისწავლონ საქმეში არსებული ყველა დოკუმენტი თუ განცხადებები, რომლებიც უშუალო კავშირშია ამ საქმესთან. შედეგის მისაღწევად, საჭირო დონეზე, ჩვენ თვალყურს მივადევნებთ გამოძიების პროცესს.”

აღსანიშნავია, რომ ევროსაბჭომ რეაგირება მოახდინა “ევროპის ჟურნალისტთა ფედერაციის” მიერ გაკეთებული რეპორტზე, რომელსაც თავის მხრივ ინფორმაცია საქართველოდან “საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელმა ასოციაციამ” (IAGJ) მყისიერად გადაუგზავნა. აღნიშნული ასოციაცია საქართველოში “ევროპის ჟურნალისტთა ფედერაციის” წარმომადგენელია.

შეგახსენებთ, 29 მაისს, თბილისიდან გაუჩინარდა აზერბაიჯანელი დევნილი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი, რომელიც უპასპორტოდ იყო და ბაქოში აღმოჩნდა. მუხთარლი წლებია საქართველოში ცხოვრობს და კრიტიკულად იყო განწყობილი აზერბაიჯანის ხელისუფლების მიმართ.

 

იტვირთბა....