ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება სამართალი

სროლა ირანის პარლამენტის შენობაში: ორი ადამიანი თავდამსხმელებმა მძევლად აიყვანეს

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ირანის პარლამენტის დერეფანში სროლა მოხდა, რის შედეგადაც  ორი ადამიანია დაჭრილი, აქედან ერთი მათგანი  საკანონმდებლო ორგანოს უსაფრთხოების სამსახურის  წევრია.   ვრცელდება ინფორმაცია, რომ პარლამენტის წევრების ევაკუაცია მოხდა.

სააგენტო Tasnim-ის ცნობით, ინციდენტის დროს, რამდენიმე ადამიანი მძევლად აიყვანეს. პირველადი ინფორმაციით, ირანის პარლამენტში სამი თავდამსხმელი მოქმედებდა. მოხდა თუ არა მძევლების გათავისუფლება და ვინ არიან თავდამსხმელები ჯერჯერობით უცნობია. სხვა რაიმე დამატებითი ინფორმაცია ამ ეტაპზე არ ვრცელდება.

იტვირთბა....