ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“უკრაინაში მიხეილ სააკაშვილს შევხვდი”

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის მოადგილე ზაალ უდუმაშვილი  მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ის შესაძლოა “ნაციონალური მოძრაობის” მერობის კანდიდატი იყოს, ადასტურებს და ამბობს, რომ პარტიისგან შეთავაზება მართლაც მიიღო.

ამის შესახებ ჟურნალისტებს უდუმაშვილმა კიევიდან დაბრუნების შემდეგ, თბილსის საერთაშორისო აეროპორტში განუცხადა. უდუმაშვილი ასევე ადსტურებს ინფორმაციას, რომ ის კიევში საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს შეხვდა და მასთან ამ თემაზე კონსულტაციები გაიარა, თუმცა გადაწყვეტლება ჯერ მიღებული არა აქვს.

„მე, სამწუხაროდ, ბევრს ვერაფერს გეტყვით, ვადასტურებ, რომ მაქვს შეთავაზება, კანდიდატურა დავაყენო თბილისის მერის პოსტზე და მივიღო არჩევნებში მონაწილეობა, თუმცა, გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში გამოვაცხადებ ოფიციალურად.

უკრაინაში პარტიის ლიდერებთან მქონდა შეხვედრა, მათ შორის – მიხეილ სააკაშვილთან. ეს შეთავაზება არის „ნაციონალური მოძრაობისგან”. გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია, ვიყრი თუ არა კენჭს თბილისის მერად, ვიქნები „ნაციონალური მოძრაობის“, თუ დამოუკიდებელი კანდიდატი, ამას ცოტახანში გაცნობებთ“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

რაც შეეხება ტელეკომპანიაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებულ კითხვებს, უდუმაშვილი პასუხობს, რომ რუსთავი 2-ში რეორგანიზაცია დაწყებულია.

„რეორგანიზაცია დაწყებულია. მიმდინარეობს ფინანსების მობილიზება და ბევრს ვერაფერს გეტყვით”, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

 

იტვირთბა....