ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“მამა გიორგი ზვიადაძე სტუდენტებს დაემუქრა”: იღუმენია თამარ გამყრელიძემ ე.წ. ციანიდის საქმეზე ხმა აიმაღლა

“ტვ პირველის” პირდაპირ ეთერში იღუმენია თამარ გამყრელიძემ ე.წ. ციანიდის საქმეზე ისაუბრა. მისი თქმით, მამა გიორგი ზვიადაძემ სასულიერო აკადემიაში სტუდენტები გააფრთხილა, რომ თუ დეკანოზ გიორგი მამალაძეს დაუჭერდნენ მხარს, ისინი ვერ მიიღებდნენ დიპლომს.

“მე მაქვს ბევრი კითხვები. რატომ არ აზიარეს დეკანოზი მამალაძე, თუგინდ ის დამნაშავე ყოფილიყო. ეს ყველა მღვდელმთავრის მოვალეობაა. ამის გარდა, სტუდენტებისგან გვაქვს ინფორმაცია, რომ მამა გიორგი ზვიადაძე იბარებდა თავის სტუდენტებს და ემუქრებოდა, თუ მხარს დაუჭერდნენ დეკანოზ გიორგი მამალაძეს, ისინი დიპლომს ვერ აიღებდნენ” – განაცხადა იღუმენია თამარ გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, დეკანოზი გიორგი მამალაძე აეროპორტში დააკავეს, როცა ის გერმანიაში, კლინიკაში მყოფ უწმინდესთან მიემგზავრებოდა. მას მკვლელობის მომზადებას ედავებიან. გამოძიების ინფორმაციით, მას აღმოუჩინეს მომწამვლელი ნივთიერება ციანიდი.

იტვირთბა....