ახალი ამბები მედია მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

“100 ადამიანი დაიკითხა და 30-ზე მეტი კამერა გაიშიფრა”: უმრავლესობის ლიდერი აფგან მუხთარლის საქმეზე

უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ “რუსთავი 2″-ის პირდაპირ ეთერში აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმეზე ისაუბრა. მისი თქმით,  100-ზე მეტი ადამიანი დაიკითხა და კამერებიდან 30-ზე მეტი ჩანაწერია ამოღებული.

მისი თქმით, საქართველომ მიმართა აზერბაიჯანის მხარეს და მოითხოვა უზრუნველყოფა, რომ ჩვენმა გამომძიებლებმა დაკითხონ მუხთარლი აზერბაიჯანის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში და ეს დაკითხვის ოქმიც რომ დაერთოს საქმეს” , – განაცხადა თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, 29 მაისს, თბილისიდან გაუჩინარდა აზერბაიჯანელი დევნილი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი, რომელიც უპასპორტოდ იყო და ბაქოში აღმოჩნდა. მუხთარლი წლებია საქართველოში ცხოვრობს და კრიტიკულად იყო განწყობილი აზერბაიჯანის ხელისუფლების მიმართ.

იტვირთბა....