აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ნიჟატ ამირასლანოვის ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ციხეში აწამეს და მან შედეგად კბილები დაკარგა. ამის შესახებ ადვოკატი “რადიო თავისუფლებასთან” ამბობს.
ამირასლანოვს, რომელიც დამოუკიდებელი ჟურნალისტია, 22 მაისს 30 დღიანი პატიმრობა მიესაჯა, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო. იგი გადაწყვეტილების გასაჩივრებას 3 ივნისს გეგმავდა, თუმცა გადაიფიქრა და ბრალი აღიარა.
ამირასლანოვის ინტერესების დამცველი ელცინ სადიგოვი ამბობს, რომ ბოლო ნახვისას სასამართლო დარბაზში შენიშნა, რომ დაპატიმრებულ ჟურნალისტს კბილები აღარ ჰქონდა, როცა მანამდე შეხვედრისას მსგავსი რამ არ შეუნიშნავს.
“როცა ვკითხეთ, კბილებზე რა დაემართა, მან გვითხრა, რომ რამდენიმე კბილი ამოუვარდა”,- ამბობს ადვოკატი.
ის ამ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას მოითხოვს. ადვოკატი ამბობს, რომ მან დაინახა ამირასლანოვს როგორც კარნახობდა მოსამართლის თანაშემწე ტექსტს. ადვოკატი დარწმუნებულია, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალის აღიარება აიძულეს.