ყვარლის რაიონის სოფელ შილდაში ელიოზიშვილების კუთვნილი ფერმიდან წუხელ, გვიან ღამით, 27 სული ძროხა მოიპარეს. ოჯახმა მომხდარის შესახებ დღეს შეიტყო და ვარაუდობს, რომ ადგილი ორგანიზებულ, ჯგუფურ დანაშაულს აქვს. ელიოზიშვილებისთვის მიყენებული ზარალი რამდენიმე ათას ლარს შეადგენს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში “მეტრონომს” განუცხადეს, რომ შემთხვევაზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით ქურდობის ფაქტზე აღიძრა. უწყებაში ამბობენ, რომ პირუტყვის მოსაძებნად ინტენსიური სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს.