შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსი კახა ბუხრაძე, უწყებაში დაგეგმილი როტაციის შედეგად, ქვემო ქართლის საპატრულო პოლიციის უფროსად გადაიყვანეს. შსს-ს ინფორმაციით, ჯერჯერობით უცნობია ვინ დაიკავებს ბუხრაძის ადგილს. ამის შესახებ ჟურნალისტებს ოფიციალურ ინფორმაციას დღის ბოლოომდე მიაწვდიან.
შეგახსენებთ, რომ კახა ბუხრაძის სახელი 11 მარტს ბათუმში მომხდარ მოვლენებს უკავშირდება. აქციის მონაწილეებმა პროტესტის მიზეზად პოლიციის გახშირებული ჯარიმები დაასახელეს. მოქალაქეები ბუხრაძის თანამდებობიდან გადაყენებასაც ითხოვდნენ. მოგვიანებით აქცია დაპირისპირებაში გადაიზარდა.