ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

შსს-მ ქალის გაუპატიურების მცდელობის ბრალდებით ტაქსის მძღოლი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალის გაუპატიურების მცდელობისთვის ტაქსის მძღოლი დააკავეს. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. როგორც უწყებაში აცხადებენ, ქალმა პოლიციას მას შემდეგ მიმართა, რაც მოძალადე მძღოლისგან თავის დაღწევა შეძლო. უწყების ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს და დანიშნულია ექსპერტიზა.

ახალგაზრდა მამაკაცი გ.ჯ. პოლიციამ უკვე დააკავა. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 19-137-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუპატიურების მცდელობას გულისხმობს.

შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. დაკავებული ბრალს არ აღიარებს.

 

იტვირთბა....