ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დღეს პატრიარქის დაცვის სამსახურის უფროსად ვანო კობაიძე ოფიციალურად დაინიშნება

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაცვის სამსახურს ვანო კობაიძე უხელმძღვანელებს, – ამის შესახებ ინფორმაციას  სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი, ანზორ ჩუბინიძე ადასტურებს. მისი თქმით,  კობაიძე დღეს თანამდებობაზე ოფიციალურად დაინიშნება.

პატრიარქის დაცვის უფროსი ბოლოს ზურაბ ბუჩუკური იყო, რომელიც 30 მაისს თანამდებობიდან გათავისუფლდა.  მანამდე  კიპატრიარქის დაცვის სამსახურს სოსო ოხანაშვილი ხელმძღვანელბდა.

იტვირთბა....