მედიაში გავრცელდა ინფორმაცია რომ აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსი კახა ბუხრაძე თანამდებობას ტოვებს, თუმცა ამ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში არ ადასტურებენ. ასევე ვრცელედბა ინფორმაცია რომ მის ადგილს ლევან მაისურაძე დაიკავებს, რომელიც რუსთავის საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელია.
შეგახსენებთ, რომ კახა ბუხრაძის სახელი 11 მარტს ბათუმში მომხდარ მოვლენებს უკავშირდება. აქციის მონაწილეებმა პროტესტის მიზეზად პოლიციის გახშირებული ჯარიმები დაასახელეს. მოქალაქეები ბუხრაძის თანამდებობიდან გადაყენებასაც ითხოვდნენ. მოგვიანებით აქცია დაპირისპირებაში გადაიზარდა.